Sunday, July 4, 2010

მოცულობა




1.პროექტის სახელი: ფართობი, პერიმეტრი, მოცულობა”.

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:

მოსწავლეები ბუნებაში მოიძევენ სხვადასხვა ფორმის მქონე გეომეტრიულ ფიგურებს (მართკუთხედი, კვადრატი, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი, წრეწირი და სხვა).

3. პროექტის სრული აღწერა:

მოსწავლეები შეძლებენ ბუნებაში მოიძიონ სხვა დასხვა გეომეტრიული ფიგურები; გამოთვლიან მათ ფართობს, პერიმეტრს და მოცულობას. შეძლებენ განასხვავონ ერთმანეთისაგან ბრტყელი და სივრცული ფიგურები. დააკვირდებიან, ერთი და იგივე პერიმეტრის მქონე ფიგურების ფართობებს. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ ფიგურებს ერთი და იგივე პერიმეტრი აქვთ, რომელს ექნება ყველაზე დიდი ფართობი? განათავსებენ მოძიბულ მასალას ინტერნეტში.

შეფასების რუბრიკა

4. მონაწილეთა ასაკი: 10-13 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 25.02.2010 წელი_25.05.2010 წელი.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ფართობს გამოთვლის, მეორე პერიმეტრს, მესამე მოცულობას. შეადგენენ ნახაზს; ჩაატარებენ კველევას; გამართავენ დისკუსიებს მოძიებულ მასალებზე; ნამუშევრებს განათავსებენ ბლოგში, პლაკატებისა და ნახაზების შექმნით.

7. მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, კვლევას, ანალიზს, ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევებს.

8. სარგებელი სხვისთვის: საზოგადოება გაეცნობა პროექტს და გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ფართობისა და პერიმეტრის გამოთვლის დროს.

9. სამუშაო ენა: ქართული.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლებლებთან კავშირი:

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მათემატიკაში.

11. ფასილიტატორი: გულიკო ბიჭაშვილი

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:gulikobichashvili@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი : http://www.moculoba.blogspot.com